|
2017-07-13 14:09:35, 2771 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
ელოშვილი: საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ის, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები გაუარესდა
ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროების უფლება, იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ მეორე მხარეს ამის სურვილი ექნება. მინისტრმა განმარტა, რომ ორმხრივი დოკუმენტის გასაჯაროებას სჭირდება ორმხრივი მხარის თანხმობა. „გაზპრომთან“ ჩვენი კონტრაქტი დასრულდა, როდესაც კონტრაქტი სრულდება მხარეები იწყებენ მოლაპარაკებას, მცდარია ის, ესაა შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, რომ პირობები გაუარესდა. პირობები უარესდება არსებულ კონტრაქტში, როცა კონტრაქტი მთავრდება იწყება ახალი მოლაპარაკებები, ახალი მოლაპარაკებების დროს ორივე მხარე ცდილობს თავისთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები მიიღოს. დეტალებში არ წავალ, რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იყო ეს კონტრაქტი ჩვენთვის. ვთქვი, რომ ეს არის ცივილური სამყარო, დღესდღეობით გადასულია იმ ფორმებზე, როგორც ეს კონტრაქტი. ჩვენ არ გვქონდა ის ბერკეტები, რომ ძალა გამოგვეყენებინა მეორე მხარის წინააღმდეგ, ან გვეთხოვა და მათი კეთილი სურვილიდან გამომდინარე დათანხმებოდნენ იმ პირობებზე, რომელიც გვეგონა, რომ მომგებიანი იყო ჩვენთვის“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა. ელოშვილის თქმით, საქართველო შეეცდება დაარწმუნოს პარტნიორები, რომ ნავთობისა და გაზის ნაკადებმა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს. მანვე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტში მივა და კითხვებს უპასუხებს. „ვაპირებ, რომ ვიყო საკმაოდ გახსნილი მინისტრი საზოგადოებისთვის მთავრობისთვის პარლამენტისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის“, - აღნიშნა ელოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)