13:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 09:17:05, 1520 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ახლა მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთობას, ვიზრუნოთ დამცველებზე და სახელმწიფოს დავეხმაროთ

ახლა მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთობას, ვიზრუნოთ ჩვენს დამცველებზე, დავეხმაროთ ერთმანეთსა და სახელმწიფოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიიულ ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა უკრაინის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ავდეევკაში, მარინკასა და ბახმუტში იბრძვიან. 

„დღეს რუსმა ტერორისტებმა დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში საცხოვრებელი ადგილები კვლავ დაბომბეს. რუსული დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - 3 ქალი, 3 მამაკაცი, დონბასის ჩვეულებრივი ქალაქის უბრალო ხალხი. დაშავდა კიდევ 11 ადამიანი. რუსეთმა კონსტანტინოვკას წინააღმდეგ გამოიყენა „ეს-300“-ის ტიპის რაკეტები და „ურაგანის“ სარაკეტო სისტემა...

არსებობს მხოლოდ ერთი გზა რუსული ტერორის შესაჩერებლად და უსაფრთხოების აღსადგენად ჩვენს ყველა ქალაქსა და დასახლებაში - სუმის რეგიონიდან დონბასამდე, ხარკოვის რეგიონიდან ხერსონამდე, კიევის ოლქიდან იალტამდე. ეს გზა უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა. სხვა გზა არ არის და არც იქნება“, - აცხადებს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics