13:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 08:56:11, 1477 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან

დონეცკის რეგიონის ქალაქები - ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა ახლა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო და 22 საავიაციო დარტყმა განახორციელა, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 42-ჯერ გახსნეს.

„ჩვენი ჯარისკაცების გმირობისა და პროფესიონალიზმის, ოსტატური და კოორდინირებული მოქმედებების, მანევრის ეფექტური გამოყენების წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა  მტრის 50-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.

ბახმუტის მიმართულებით მტერი არ წყვეტს შტურმს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დამცველები გაბედულად იკავებენ ქალაქს, იგერიებენ მტრის მრავალ შეტევას. დღის განმავლობაში, დამპყრობლებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს დონეცკის ოლქში, ივანოვსკოეში", - აცხადებენ გენშტაბში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics