13:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-01 13:15:24, 1726 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - პუტინმა ბრძოლის ველზე საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია, ნათელია როგორ დასრულდება წარმოებული სისხლიანი ომი

რუსეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ვერ მიაღწია მათ ბრძოლის ველზე და აბსოლუტურად ნათელია, როგორ დასრულდება მათ მიერ დაწყებული სისხლიანი ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს.

"თუ გსურთ, იცოდეთ ჩემი პირადი აზრი, ვფიქრობ, ინფორმაცია, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ატომურ იარაღს განათავსებს, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიუთითებს. რუსეთს სურდა დემონსტრირება, რომ ის კვლავ თამაშობს გარკვეულ როლს, რაც რუსეთმა პრეზიდენტ პუტინის მმართველობის დროს დაკარგა. მეორე, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს სურს აჩვენოს გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯები ან გამარჯვებები, მაგრამ მან ვერ მიაღწია მათ ბრძოლის ველზე და აბსოლუტურად ნათელია, როგორ დასრულდება მათ მიერ დაწყებული სისხლიანი ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ბუჩის გათავისუფლების წლისთავზე უკრაინაში მოლდოვის, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერები ჩავიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics