|
2021-11-17 10:55:02, 930 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო – მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს შეფასება ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა
საქართველო 2021 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილზე გავიდა, რეიტინგი ორი ადგილით გაიუმჯობესა, შეფასების 100 ბალიანი სისტემით 62.3 ქულა მიიღო, რითაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. გლობალური კეთილდღეობის ანგარიშს ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი Legatum Institute 2007 წლიდან აწარმოებს. 2021 წელს საქართველო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. წელს საქართველო ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე წვდომის გრძელვადიანი (ათწლიანი) გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში დასახელდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში ინტერნეტთან წვდომის გრძელვადიანი გაუმჯობესების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა. გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველოს გამორჩეული წარმატება პირველი შემთხვევა არ არის. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ამ სარეიტინგო გამოკვლევაში საქართველომ გრძელვადიანი განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ისტორიული აღიარება მოიპოვა. 2020 წლის ანგარიშში საქართველოს სპეციალური თავიც კი მიეძღვნა. კერძოდ, ქვეყანა ღია აღმშენებლობის, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკების მიღწევებს შორის პროგრესის ყველაზე დამაჯერებელ უახლეს მაგალითად დასახელდა. კვლევაში გაანალიზებული იყო საქართველოს მიღწევები სიღარიბის შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის, საგადასახადო და ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ინვესტორთა დაცულობის მიმართულებით. „ასეთი წარმატება ხაზს უსვამს, თუ როგორ შეუძლიათ ერებს შექმნან გზები სიღარიბიდან კეთილდღეობისაკენ, შექმნან ეკონომიკა, რომელიც კარგად იმართება და მდგრადია შოკების მიმართ, სადაც ხალხი გრძნობს საკუთარ ინტერესებს და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო დონეზე,“- აღნიშნული იყო დასკვნის სახით ანგარიშში. გრძელვადიანი, ანუ ათწლიანი გაანგარიშებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა, 2013 წლამდე კი ქვეყანა მუდმივად 60-ეულს მიღმა იყო. ორგანიზაცია Legatum Institute გლობალურ კეთილდღეობას 12 აგრეგატის მიხედვით აფასებს :
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)