13:15 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 13:36:17, 425 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ილირ მეტას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერპექტივაზე იმსჯელეს.

შეხვედრისას  ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.  ამასთან, ხაზი გაესვა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებითი პაკეტისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

ქვეყნის პირველმა პირმა ილირ მეტას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics