13:16 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 15:28:08, 456 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ მაჭავარიანი მთავრობის ანგარიშზე: ეს მოხსენება პარლამენტის თავჯდომარეს „თხა და გიგოსავით“ არ უნდა ეჭიროს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მთავრობა პარლამენტის წინაშე მოხსენებით თავად წარსდგეს, რასაც რეგლამენტის 205-ე მუხლი ითვალისწინებს.  

 „ვფიქრობ, ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი, მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა თავად უნდა იყოს დაინტერესებული, მოვიდეს მთავრობა და გასაგებად ისაუბროს, როგორ  აპირებს იმ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალს, როცა ექსპორტი შემცირებულია, ლარი ყოველდღიურად უფასურდება, უმუშევრობა იზრდება, ფაქტიურად ეკონომიკური პრობლემების პიკია საქართველოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 
მაჭავარიანის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის უნიათობაში იმდენად არის დარწმუნებული, რომ ისინი წინააღმდეგები იქნებიან, პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები, პარლამენტის წინაშე წარსდგნენ. 
„მაგრამ, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მთავრობას სათქმელი არაფერი არ აქვს, ვინაიდან ჩვენ გვყავს უნიათო, არაკომპეტენტური მთავრობა, პრემიერი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ქვეყანაში რა ხდება, სამწუხაროდ, ისინი მთავრობას გადაეფარებიან, რომ არ მოვიდეს და არ ისაუბროს. რეგლამენტის 205-ე მუხლი ძალიან მკაფიოდ ამბობდა, რომ მთავრობისგან პირველივე კვირას მოხსენება უნდა წარმოდგენილიყო, მაგრამ ეს მოხსენება პარლამენტის თავჯდომარეს „თხა და გიგოსავით“ არ უნდა დაიჭიროს და პარლამენტის წევრებს გააცნოს, არამედ მთავრობა უნდა მოვიდეს და პარლამენტის წევრებს გააცნოს, რადგან პარლამენტი არის ორგანო, სადაც საშინაო და საგარეო ძირითადი მიმართულებების  ჩამოყალიბება უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics