ბოკერია: ივანიშვილის ერთ-ერთმა მარიონეტმა დღეს პრაქტიკულად ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავება დაგვიანონსა
„ივანიშვილის ერთ-ერთმა მარიონეტმა დღეს პრაქტიკულად დაგვიანონსა „რუსთავი 2“ -ის დირექტორის შესაძლო დაკავების ფაქტი. მოვუწოდებ ივანიშვილს და ყველას ვინც აპირებს, მისი ეს დანაშაულებრივი ბრძანება შეასრულოს, არ გადადგას ეს ნაბიჯი“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.