|
2017-02-13 17:04:59, 1934 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: კომისიაზე დააყენეს ინიციატივა, კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოღება მოხდეს
"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრმა დააყენა ინიციატივა, რომ კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოღება მოხდეს. "რეალურად გააკრიტიკეს ამ ინსტიტუტის არსებობა საქართველოში, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვა წინააღმდეგობა, იგივე ჩვენი და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან, ასევე ადვოკატების მხრიდან, მათი ნაწილი ეწინააღმდეგება ამას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავსვით საკითხი, რეალურად, ეს ინსტიტუტი დღეს თუ არ განვითარდა, და რეალურად ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება ყველა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე ისარგებლონ ნაფიც მსაჯულებით, ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა, მათ არ განავითარეს ეს ინსტიტუტი, და პირიქით, როგორც ჩანს ცდილობენ უარი თქვან ამ ინსტიტუტზე. იმედს ვიტოვებ, საკონსტიტუციო კომისია ამ აზრს არ გაიზიარებს, და ნაფიცი მსაჯულები კონსტიტუციის ნაწილად დარჩება, ასევე ხელისუფლება დაიწყებს ფიქრს იმაზე, როგორ გააძლიეროს ეს ინსტიტუტი. არგუმენტი არის ტიპიური, რომ ვთქვათ ეს არის ამერიკული მოდელი და რეალურად ევროპაში ეს ასე არ არის, საქართველო არის პატარა ქვეყანა, რთულია მოძებნო მიუკერძოებელი მსაჯულები და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ მოსმენილი გვაქვს, ქვეყანაში, სადაც სასამართლოს მიმართ ნდობაა დაბალი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მთავარი დანიშნულებაა, საზოგადოება ჩაერთოს მართლმსაჯულების განხორციელებაში და სასამართლოს მიმართ ამაღლდეს ნდობა",-აღნიშნა გიორგი ტუღუშმა და დასძინა, რომ ინიციატორები ექსპერტები იყვნენ. "ინიციატორი მმართველი გუნდი არ ყოფილა, რამდენიმე ექსპერტი და იქაც როგორც ჩანს არ არის ერთიანი ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ჩვენ ეს ჩანაწერი რამენაირად დავაკნინოთ, ან წავშალოთ",-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)