|
2015-08-08 10:36:02, 869 ნახვა
სამართალი
ივლისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეთხუთმეტე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ივლისის თვეში, წინა თვის მსგავსად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების“ შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან სახელმწიფო კომისია სისტემატურ რეჟიმში, ყოველთვიურად იკრიბება და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესი. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღინიშნეს სახელმწიფოს მიერ ნარკოპოლიტიკის კუთხით გატარებული ზომების ეფექტურობა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცველების აქტიური საქმიანობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოვლენისა და ამოღების მიმართულებით.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)