|
2026-08-14 21:59:19, 237 ნახვა
რეგიონი
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნოვოროსიისკის პორტში დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად თურქეთმა აგვისტოში რუსული „ურალის“ ნავთობის არც ერთი ტვირთი არ შეიძინა, იტყობინება „როიტერი“ ტრეიდერებსა და LSEG-ის მონაცემებზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროების ცნობით, ივლისში თურქეთის ბაზარზე რუსეთის შავი ზღვის პორტების გავლით 300 000 ტონა ნავთობი გაიგზავნა - ივნისში გაგზავნილი რაოდენობის ნახევარი (600 000 ტონა). აგვისტოში ექსპორტი შესაძლოა 200 000 ტონამდე შემცირდეს. ამ თვეში ყველა გადაზიდვა ყაზახური „KEBCO“-ს კლასისა იყო, რომელიც ნოვოროსიისკში „შესხარისის“ ნავთობტერმინალის გავლით იქნა ექსპორტირებული. საერთო ჯამში, თურქეთმა გასულ თვეში რუსული პორტების გავლით 900 000 ტონა ნედლი ნავთობი შეიძინა, სადაც ანკარა ყაზახურ „CPC Blend“-სა და „KEBCO“-ს კლასის ნავთობს, ასევე რუსულ „ურალს“ ყიდულობს. ივნისთან შედარებით, გადაზიდვები ერთი მეოთხედით, ანუ 300 000 ტონით შემცირდა. როიტერს წყაროების ცნობით, რუსული და ყაზახური ნავთობის ნაცვლად, თურქი იმპორტიორები ბრაზილიიდან და გაიანადან შესყიდვებს ზრდიან. მათი თქმით, ურალის ნავთობის თურქეთში მიწოდება ამჟამად აგვისტოში არ არის დაგეგმილი, თუმცა ეს შესაძლოა თვის მეორე ნახევარში შეიცვალოს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)