22:22 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-14 21:06:05, 225 ნახვა

სპორტი
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად

საქართველოსბანკმაპარასპორტსმენებისმხარდასაჭერადახალიკამპანიადაიწყო - “რომელიბრენდიიმსახურებსჩემპიონს?” 

ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა. 

ჩემპიონებიმზადარიან. ახლაბრენდებისჯერია

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელიბრენდიიმსახურებსჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. 

კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგაოჩხიკიძე, ნინათიბილაშვილი, ირმახეცურიანი, გვანცაზადიშვილი, ნატაოჩიგავა, ლიკუნაჩაჩიბაია, ზაკომუშკუდიანი.

„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ. 

სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად,კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელიბრენდიიმსახურებსჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics