|
2015-08-06 17:24:19, 729 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ოთხი წლის ბავშვის მკვლელობისთვის მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ ოთხი წლის ბავშვის მკვლელობისთვის მზია გელაძეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გაიზიარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოთხი წლის ლიზი შენგელიას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მზია გელაძე დამნაშავედ სცნეს. „სასამართლომ მზია გელაძეს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 28 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ნინუაკუთხეში, მზია გელაძემ ნათესავის - ლელა ახალაძის ოთხი წლის შვილი - ლიზი შენგელია წაიყვანა თავისთან სახლში, რასაც მანამდე არაერთხელ ჰქონია ადგილი. დღის განმავლობაში ლიზი შენგელია თამაშობდა მზია გელაძის ეზოში, საღამოს კი ამ უკანასკნელმა დააძინა ბავშვი თავის საძინებელ ოთახში, რის შემდეგაც დაახლოებით 22 საათზე მძინარე ლიზი შენგელიას პირზე ხელის დადებით განზრახ მოუსპო სიცოცხლე. ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. დანაშაული რამდენიმე დღის მანძილზე გაუხსნელი იყო. ჩატარებული ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დადგინდა რომ მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობა მზია გელაძემ ჩაიდინა. იგი სამართალდამცველებმა 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)