|
2015-08-04 15:38:13, 833 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა აკრძალული მედიკამენტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ტერიტორიაზე, საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში მოთავსებულ მგზავრის ბარგშიმათ 80 აბიCODOLIPRANE და 12 აბიBROMAZEPAM BIOGARAN აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს. ანალოგიური ფაქტი მოხდა 2აგვისტოს, სგპ „სადახლო საავტომობილოს“ ტერიტორიაზეც. ირანის მოქალაქე ნ.გ.ა.-ის კუთვნილ ბარგში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინის შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE 300/10(20 აბი) აღმოაჩინეს.საქმე შემდეგი რეაგირებისთვის გადაეცა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)