|
2015-08-03 13:32:28, 758 ნახვა
სამართალი
თაღლითობის ფაქტზე ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქისთვის თაღლითურად თანხის გამოძალვის ფაქტზე შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ პაპიძე დააკავეს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ივლისის თვეში, ემზარ პაპიძე, სხვა საგამოძიებო დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ შორენა მამულაშვილს დაპირდა, რომ აუყვანდა ადვოკატს, რომელიც საქმეს მოაგვარებდა და მას არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნებოდა, რისთვისაც მოტყუებით 200 ლარი გამოართვა. „2015 წლის 22 ივლისს, შორენა მამულაშვილის მიმართ სახელმწიფოს ხარჯზე, სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მონაწილეობით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მას არასაპატიმრო სასჯელი დაენიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ემზარ პაპიძეს დაპირებული არცერთი მოქმედება არ შეუსრულებია, იგი კვლავ დაუკავშირდა შორენა მამულაშვილს და მოატყუა, რომ არასაპატიმრო სასჯელის გამოტანა მისი დამსახურება იყო და საქმე პროკურორთან და მოსამართლესთან მან მოაგვარა და სისხლის სამართლის საქმის თითქოსდა საბოლოოდ დასასრულებლად შორენა მამულაშვილს დამატებით 100 ლარი გამოართვა. ემზარ პაპიძე შორენა მამულაშვილისგან მოტყუებით ჯამში 300 ლარის ოდენობის თანხას დაეუფლა. გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)