|
2015-07-27 12:12:00, 687 ნახვა
სამართალი
შსს ივნისის თვის და იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისის თვის და იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. აღნიშნული სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 3089 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1386 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.87%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -0.87%. 2015 წლის ივნისის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2016 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1203 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 59.67%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +0.70%. მატება ძირითადად განპირობებულია სსკ 1261 მუხლით „ოჯახში ძალადობა“ (+87.23%) და 236 მუხლით „ცეცხლსასროლი იარაღის, (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა) საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“ (+171.43%) გათვალისწინებულ რეგისტრირებულ დანაშაულთა ხარჯზე. 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულია 17434 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9772 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.93%. 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 12205 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 8137 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.67%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.25%.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)