23:44 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 11:43:11, 749 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი პერტაია: არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ინვესტორები გადიან

„ჩვენ  არანაირი პატარა საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ  ინვესტორები გადიან და ინვესტიციებს აღარ დებენ“,  – ამის შესახებ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ ჟურნალისტებს პირველ კვარტალში გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, პირველი კვარტლის მონაცემები საკმარისი არ არის, რომ კონკრტული ტენდენციები გამოიკვეთოს. 
„კვარტალების დონეზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედარება სწორი არ იქნება, რადგან, ტრენდს ვერ ვხედავთ, რომ რაღაც მცირდება. რეალურად შეიძლება იყოს ბევრი მიზეზი, თუ რატომ შემცირდა ინვესტიციების მოცულობა. ჩვენ წინა წლის მეორე კვარტალში გვქონდა იმაზე ნაკლები, ვიდრე წელს პირველ კვარტალში, მაგრამ ნახეთ, რომ წლის ბოლოს გვქონდა ძალიან დიდი ზრდა ინვესტიციებში. საუბარი იმაზე, რომ რაიმე პრობლემაა ინვესტიციების კუთხით, ალბათ ჯერ ადრეა. ამისათვის აუცილებელია მინიმუმ სამი კვარტლის მონაცმეების შედარება. ჩვენ არანაირი პატარა საფუძველიც არ გავქვს, ვივარაუდოთ, რომ რაღაც ცუდი სიტუაციაა, ან ინვესტორები აქედან გადიან, აღარ დებენ ინვესტიციებს, ან თავიანთ პროექტებზე უარს აცხადებენ. ასეთი რამ არ ხდება, უფრო მეტიც, ველოდებით, რომ წლის ბოლოს საკმაოდ პოზიტიური ციფრი გვექნება“, – აღნიშნა პერტაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics