|
2015-06-23 10:42:57, 768 ნახვა
ეკონომიკა
შსს-ს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით შეუმცირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონი ლარით შეუმცირდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. „15 მილიონზეა საუბარი. იყო უფრო მეტ თანხებზე საუბარი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იყოფა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაღაც ხარჯები დასჭირდება-მოგეხსენებათ უნდა შეიქმნას მეორე სამხსახური, უსაფრთხოების სამსახურში იგივე კადრებია საჭირო და ა.შ. აქედან გამომდინარე, სჭირდება ამას თანხები. ავიაციას ყველაზე დიდი თანხები სჭირდება. შემცირებით თანხები შემცირდება. იყო საუბარი საწვავზე, სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შევძლებთ შევამცირებთ. წარმომადგენლობით ხარჯზე იყო საუბარი, მივლინების ხარჯებზე“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კორექტირებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარადგინა. ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)