|
2015-06-19 16:59:54, 718 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა 10 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
„თიბისი ბანკმა“ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საბრუნავი სახსრებისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სექტორებში, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონული ვაჭრობის განვითარებასა და დასაქმებას. „მოხარული ვართ, გავაღმავოთ თაანმშრომლობა ჩვენს პარტნიორ თიბისი ბანკთან. 2003 წლიდან დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით ჩვენ უკვე მესამე ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს თანამშრომლობა ცხადყოფს BSTDB-ის მუდმივ მზაობას, მხარში დაუდგეს საქართველოს ეკონომიკასა და საბანკო სექტორს. მცირე ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შესაბამისად ამ მიმართულების ხელშეწყობა BSTDB-ის ძირითად ამოცანას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა BSTDB ბანკის პრეზიდენტმა უგურ დელიკანლიმ. „მივესალმებით შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავებას. აღნიშნული რესურსის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, გავაფართოოთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში. ამ ტრანზაქციით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ინსტიტუტისთვის მცირე და საშუალო ბიზნესი. მზად ვართ, მომავალშიც წარმატებით ვითანამშროლოთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)