14:31 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 15:13:29, 698 ნახვა

ეკონომიკა
საპარტნიორო ფონდის მანდატი, შესაძლოა, შეიცვალოს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა საპარტნიორო ფონდის მანდატის გადახედვაზე მუშაობს.

კითხვაზე, შეიქმნება თუ არა ქვეყანაში მცირე ბიზნესის დახმარების ფინანსური ორგანიზაცია ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა საპარტნიორო ფონდის დიზაინის და მანდატის შეცვლაზე მუშაობს.

"საქართველოს აქვს განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომელსაც ეწოდება საპარტნიორო ფონდი. ჩვენ ვსაუბრობთ მისი მანდატის გადახედვაზე და ამაში გვეხმარება გერმანიის განვითარების საფინანსო კორპორაცია, რომელიც ორ კვირაში წარმოადგენს საჭიროებების შეფასებას, რასაც დაეყრდნობა საპარტნიორო ფონდის მანდატის გადახედვის პროცესი", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნაზე საუბარი არ არის. კვირიკაშვილის განცხადებით, საუბარია არსებული ინსტიტუტის დიზაინისა და მანდატის შეცვლაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics