|
2015-06-16 18:50:21, 733 ნახვა
ეკონომიკა
ბანკების ასოციაცია სტიქიის შედეგად დაზალებულებს საკონსულტაციო დახმარებას სთავაზობს
საქართველოს ბანკების ასოციაცია მწუხარებას გამოხატავს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. საქართველოს ბანკების ასოციაცია მზადაა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ და შეიძლება შეექმნათ პრობლემები საბანკო ვალდებულებების დროული მომსახურების თვალსაზრისით, გაუწიოს ქმედითი საკონსულტაციო დახმარება და შუამდგომლობა საბანკო ვალდებულებების გადავადების თაობაზე. „საბანკო სექტორი, ისევე როგორც მთლიანად ქართული ბიზნესი, სოლიდარულია სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მხარდასაჭერად. ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმებით საქართველოს კომერციულ ბანკებში გახსნილია სპეციალური ანგარიშები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩარიცხოს სასურველი თანხა სტიქიით დაზარებული ოჯახების დახმარებისათვის, ბანკებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება თანხების გამოყოფაზე, რომლებიც გადაერიცხება თბილისის მერიას და მოხმარდება დაზარალებულ ოჯახების დახმარებასა და გზების რეაბილიტაციას. სტიქიით დაზარალებული ოჯახების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საქართველოს ბანკების ასოციაცია თანამშრომლობისთვის უკვე მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას“, - ნათქვამია საქართველოს ბანკების ასოციაციის განცხადებაში.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)