|
2015-06-16 17:23:33, 716 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
ეროვნული ბანკი დაზარალებულ მოქალაქეებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ბანკის თანამშრომელთა სახელით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძირა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დახმარება აღუთქვა. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, თითოეული შემთხვევა შესწავლილი იქნება. „ეროვნული ბანკის სახელით მინდა ვუთანაგრძნო გარდაცვლილთა ოჯახებს. რამდენიმე წუთის წინ სამწუხაროდ კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით ეს არის ივლიტა ჯიბუტი, ჩვენი თანამშრომლის ძმისშვილი, ჩემთვის ძალიან რთული არის შესაბამისი სიტყვების პოვნა იმისთვის, რომ ავხსნა, როგორ ვგრძნობთ თითოეული ჩვენთაგანი თავს. აქვე მინდა მივმართო დაზარალებულთა ოჯახებს, ვიცით რომ მათ გააჩნიათ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები, საბანკო კრედიტები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ პროცესის აღწერა, ბანკის თანამშრომლები მივლენ თითოეულ ოჯახში და, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავეხმარებით მათ ამ ვალდებულებების გასტუმრებაში. ეს არ არის ყველაზე სასწრაფო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი გადაუდებელი საჭიროებები იქნება დაკმაყოფილებული, ჩვენ ამ პროცესსაც მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შუამავლობა და თხოვნა კომერციულ ბანკებთან არ დაგვჭირდება, რათა ამ ოჯახებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. ამ საკითხს ჩვენ მომდევნო დღეებში დავარეგულირებთ. თითოეული ესეთი შემთხვევა იქნება შესწავლილი, რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება გადავადება, საუბარი საერთოდ არ უნდა იყოს არც ჯარიმებზე და არც პროცენტებზე, რიგ შემთხვევაში შეიძლება კიდევ უფრო მასშტაბური მხარდაჭერა იყოს. არ მინდა რომ მოვლენებს გავუსწრო, ამ ეტაპზე ჩვენ აღვრიცხავთ ყველა ამ ვალდებულებას“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)