23:48 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 11:58:57, 2622 ნახვა

რეგიონი
ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას ითხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ინიციატივით გამოდის, რომ ოკუპირებული ახალგორის რეგიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება შესაძლოა, აიკრძალოს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ბიბილოვმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განმარტა, სკოლები ე.წ. რესპუბლიკის საერთო განათლების სისტემაში უნდა მოექცეს, რაც სწავლების რუსულ მოდელზე და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს.

„ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი იმისა, რომ სკოლებში ქართული ენა ისწავლებოდეს, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას და სამუშაოდ ისევ აქ ბრუნდებიან. ამიტომ ვალდებულები ვართ, შესაბამისი პირობები შექმნის მიზნით, ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ამას არ უნდა მოყვეს აჟიოტაჟი, თითქოს რაღაც იკრძალება. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ", - აღნიშნა ბიბილოვმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics