|
2017-06-07 19:58:38, 848 ნახვა
რეგიონი
შსს: ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში მაშველები გვიან ღამემდე დარჩებიან
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, სამაშველო ოპერაციების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, 20-მდე მოქალაქეს დახმარება დროულად აღმოუჩინეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ. „შსს-ს მაშველებმა მთიდან ჩამოიყვანეს დაზარალებულები, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ. დაშავებულებს მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებამდე მიიყვანეს. დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 65 მაშველია მობილიზებული. ისინი ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს დახმარებას აღმოუჩენენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)