|
2017-05-23 16:46:48, 798 ნახვა
რეგიონი
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა 2017 წლის ბიუჯეტის I კვარტლის ანგარიში წარადგინა
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველის კვარტლის შესრულების ანგარიში, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა. სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი ესწრებოდა. 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საერთო ბიუჯეტი 14,562,900 ლარით განისაზღვრება. პირველ კვარტალში გათვალისწინებული იყო 3,418,391 ლარის გახარჯვა, გეგმის შესრულებამ შეადგინა 82 %. საანგარიშო პერიოდში სამინისტროს პროგრამებით ისარგებლა 4053-მა ბენეფიციარმა: ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით სერვისი მიეწოდა - 2 171 ბენეფიციარს; სოციალური დაცვის პროგრამებით - 1 000; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამებით- 737; დასაქმების სააგენტოს პროგრამით გადამზადების კურსს გადის - 100 სამუშაოს მაძიებელი. რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 37 403,1 ათასი ლარით იყო განსაზღვრული და საანგარიშო პერიოდში მისმა ფაქტობრივმა შესრულებამ 69 095, 6 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 184,7 %-ია. მინისტრის განმარტებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 131,3%-თ არის გაზრდილი.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)