|
2017-05-23 15:07:33, 801 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საგზაო დეპარტამენტის მიერ შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად საგზაო დეპარტამენტისმიერ შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. გზების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საგზაო დეპარტამენტმა 4 ერთეული თვითმცლელი, 2 ერთეული მტვირთავ-ექსკავატორი, 5 ერთეული პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილი შეიძინა.ხარისხის კონტროლის მიზნით შეძენილი იქნა დეფლექტომეტრის დანადგარი (განსაზღვრავს ასფალტის საფუძვლის ტკეპნის კოეფიციენტს). ასევე 2 ერთეული შმიდტის ჩაქუჩი (განსაზღვრავს ბეტონისმარკიანობას) და 15 ერთეული თერმომეტრი, რაც ასფალტის ტემპერატურის განმსაზღვრელია. ქალაქ ბათუმისა და ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგზაო ნიშნების დამზადება მიმდინარეობს, რომლებიც ბათუმისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსდება. სულ წელს დაგეგმილია2000-ზე მეტი ახალი საგზაო ნიშნის დამზადება. ტექნიკური ზედამხედველებისთვის, გზის მომვლელებისთვის და მექანიზატორებისთვის დეპარტამენტმა ახალი სპეცტანსაცმელი შეიძინა, რომელიც მათი პროფესიული საქმიანობისთვისაა განკუთვნილი. საგზაო დეპარტამენტის მიერ ტექნიკისთვის 1 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო სპეცტანსაცმლისა და საგზაო ნიშნების დამზადებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარია გამოყოფილი. (NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)