|
2017-05-20 15:30:42, 819 ნახვა
რეგიონი
FAO-ს პროექტის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში აგრო და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა მოხდება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ასათიანმა, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ილია საბაძესთან ერთად, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წალკაში ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ადგილობრივი მოსახლეობის აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით გადამზადება განხორციელდა. „გასულ წელს დამტკიცდა სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს 2017-2020 წლებისთვის ქვეყნის ხედვას ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. ამ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარს უჭერს რეგიონებში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას. სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და ტურისტული მომსახურების საშუალებების განვითარება, აისახება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და სიღარიბის შემცირებაზე, რაც დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს რეგიონების განვითარებაზე", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა ფერმერებს, რომლებიც ტურისტებს საკუთარ მეურნეობებში წარმოებულ პროდუქტს შესთავაზებენ. რევაზ ასათიანი ასევე გაეცნო FAO-ს პროექტის ფარგლებში შექმნილ სამ ტურისტულ მარშრუტს (საფეხმავლო, ველო და საავტომობილო), რომლებიც 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დათვალიერების საშუალებას იძლევა.
(NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)