|
2017-04-30 16:54:04, 988 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა: სარფის საბაჟოზე შექმნილი ვითარება თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებითაა გამოწვეული
აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილი შეფერხება მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამოა გამოწვეული. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. აღნიშნული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი , რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში საქართველოში შემომსვლელთა გაზრდილი ნაკადის გამო. თურქეთის მხარეს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სარემონტო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამის შესახებ არაერთხელ იქნა აღნიშნული მასმედიის სხვადასხვა საშუალებით. რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხარეს არსებულ ვითარებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებიან“,-აღნიშნულია განცხადებაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გადაადგილების კუთხით შეფერხებებია. (NS)
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)