23:21 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 13:36:29, 827 ნახვა

სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა უელსში გამართულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

უელსში, სენიბრიჯის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საბრძოლო სროლებით საველე ტაქტიკური სწავლება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელ და კანადელ სამხედროებთან ერთად წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულის ათეულმა მიიღო მონაწილეობა. „ალფა“ ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) წევრიც არის.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ინდივიდუალური და კოლექტიური მომზადება გაიარეს და უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ჩატარებულ ქვეითი ათეულის, ოცეულისა და ასეულის შეტევით და თავდაცვით ოპერაციებშიც ჩაერთნენ. სწავლების განმავლობაში სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობებიც ჩატარდა.

სწავლება უელსის 160-ე ბრიგადის მე-6 ქვეითმა ბატალიონის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნის მიმდინარეობას ბრიტანელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსი ოფიცრები, ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ქარცივაძე და მაიორი გიორგი მაისაშვილი აკვირდებოდნენ. მათ წვრთნაში მონაწილე ქართველი სამხედროები მაღალ დონეზე შეაფასეს. აღინიშნა, რომ მსგავსი სახის სწავლებებში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საბრძოლო მომზადების კუთხით სიახლეები დანერგოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics