23:22 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 17:34:16, 942 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტთა შესარჩევი ტური მიმდინარეობს

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 30 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით აბიტურიენტთა შესარჩევი ტური მიმდინარეობს, რომელიც ფიზიკურ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას მოიცავს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აკადემიის ბაზაზე აბიტურიენტები გაივლიან ფიზიკური მომზადების ტესტს სირბილში, წოლბჯენიდან აზიდვასა და მუცლის პრესში. ასევე მოხდება კანდიდატების ფსიქოლოგიური შერჩევა, რაც მოიცავს დიაგნოსტიკურ ტესტირებასა და მიმღებ კომისიასთან გასაუბრებას. აბიტურიენტთა ფსიქოლოგიურ შერჩევაში მონაწილეობას იღებენ აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილებისა და გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

აბიტურიენტები სამედიცინო შემოწმებას სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics