|
2016-06-17 14:21:23, 876 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი „ანაკონდა 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტად პოლონეთში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ანაკონდა 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო. საპატიო სტუმართა დღე პოლონეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ცენტრში „დრავსკო პომორსკიეში“ გაიმართა. სწავლების მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და გენშტაბის უფროსები აკვირდებოდნენ. სპეციალურად მიწვეული სტუმრებისთვის პოლონელმა, ალბანელმა, ბულგარელმა, რუმინელმა, ლიტველმა, მაკედონელმა და შვედმა სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს. ღონისძიება სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ პრეზენტაციით დასრულდა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად პოლონეთში იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთ მიმართულების სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალსაც დაესწრნენ. სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“ აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მრავალეროვნული ღონისძიებაა, რომელიც პოლონეთში ტარდება. სწავლების მიზანი პოლონური სამხედრო ძალების და ძალოვანი სტრუქტურების გაწვრთნა და მოკავშირეების ძალებთან და მრავალეროვნულ გარემოსთან ინტეგრაციაა. „ანაკონდა 2016“-ში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტი ქვეყნის 31 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ. მონაწილე ქვეყნებია: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)