|
2016-06-14 16:34:55, 946 ნახვა
სამხედრო
საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი იგეგმება
საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის ვიზიტი იგეგმება. თინა ხიდაშელის ფრანგი კოლეგა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთის ჩამოყალიბდა. საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე ვარშავის სამიტის მოლოდინები და საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჟან-ივ ლე დრიანმა თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან ფაზაშია შესული და საფრანგეთი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების განვითარებისა და ავიაციის დარგში აქტიურად ეხმარება. „ვისაუბრეთ ვარშავის სამიტზე, იმ თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებზე, რომლის განვითარებაში და პროგრესის მიღწევაში საფრანგეთის სახელმწიფო ჩვენ გვერდით დგას და გვეხმარება. იმედია, 2017 წლიდან, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ხიდაშელის განცხადებით, საქართველოში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც იგეგმება. ჟან-ივ ლე დრიანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლისთავის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, სწორედ, ფრანგული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა. ოფიციალურ შეხვედრამდე, თინათინ ხიდაშელი ფრანგმა კოლეგამ თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში მიღებაზე მიიწვია.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)