|
2016-06-11 12:54:57, 1318 ნახვა
მსოფლიო
ლიბიელმა სამხედროებმა ქალაქ სირტეს პორტზე კონტროლი აღადგინეს
ლიბიელსი სამთავრობო ძალებმა, ქალაქ სირტეს პორტზე კონტროლი აღადგინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ქალაქ სირტში პორტს აკონტროლებდა, თუმცა სამთავრობო ძალებმა პორტზე კონტროლი დაიბრუნეს. როგორც BBC წერს, ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაჯგუფების ლიდერებმა უკან დაიხიეს და სირტე დატოვეს, თუმცა მებრძოლების ნაწილი ამ დრომდე ქალაქის ცენტრში ბლოკირებული რჩება. ცნობისთვის, „ისლამური სახელმწიფო“ ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის, მუამარ კადაფის, მშობლიურ ქალაქს ბოლო ერთი წლის განმავლობაში აკონტროლებდა. მის ასაღებად შეტევა კი სამთავრობო ძალებმა გასულ თვეს დაიწყეს. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის Human Right Watch-ის ინფორმაციით, „ისლამურმა სახელწმიფომ“ ქალაქ სირტაში ათობით ადამიანი შპიონაჟში ბრალდებით მოკლა. არსანიშნავია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბიის კონტროლი 2011 წელს სამოქალაქო ომის დროს დაიწყო.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)