|
2016-06-10 12:51:35, 813 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელი აშშ-ში გენერალ მერსიეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელს, გენერალ დენის მერსიეს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. მათივე ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს სამიტიდან სასურველი შედეგების მისაღებად. ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატო საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, შოთა ღვინერია და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ. როგორც ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მოთხოვნა აქტიურად განიხილება. საქართველის თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტამდე მეტად მცირე დროა დარჩენილი და საჭიროა, მხარეებმა საბოლოოდ დააზუსტონ მოლოდინები და სურვილები. "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და მისი კიდევ უფრო წარმატებით და დროული განხორციელება - ეს იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა. საქართველო, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმუმს აკეთებს, რომ პარტნიორებს კიდევ უფრო გაუადვილოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილების მიღება",- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გრძელდება. თინათინ ხიდაშელი ხვალ შეხვედრებს გაეროში გამართავს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)