|
2016-06-10 12:21:51, 1309 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში სპეცოპერაციის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს
ყაზახეთის ქალაქ აქტობეში სპეცოპერაციის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი მოკლეს, - ამის შესახებ BBC ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 4 ეჭვმიტანილი საცხოვრებელი სახლის ბინაში მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი პოლიციას არ ჩაბარდნენ და ცეცხლი გახსნეს. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ქალაქის სხვა რაიონში საპატრულო ეკიპაჟზე თავდასხმის მცდელობისას მოკლეს. ყაზახეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს სპეცსამსახურების ორი თანამშრომელი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს აქტობის ცენტრში შეიარაღებული პირები იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ნაწილს დაესხნენ თავს და ექვსი ადამიანი მოკლეს. ქალაქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 13 სავარაუდო თავდამსხმელი მოკლეს და 8 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი ყაზახეთის მკვიდრია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. ნაზარბაევის განცხადებით, “რადიკალური ფსევდორელიგიური მიმდინარეობის” წევრებმა ინსტრუქციები საზღვარგარეთიდან მიიღეს.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)