|
2016-06-09 17:14:49, 825 ნახვა
სამხედრო
პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ სამხრეთ -აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) შტაბის უფროსის მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ პოლიტიკაზე. პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, საქართველო, გამოწვევების მიუხედავად, მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. „წლების განმავლობაში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში“,- განაცხადა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ. პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მოქმედ ინიციატივებზეც და მასში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა. მიმდინარე წლის შემოდგომას დაგეგმილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სიმულაციურ სწავლებაში (SEESIM16) საქართველო დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილება სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრიგადის (SEEBRIG) ფარგლებში დაგეგმილ სწავლებაშიც -„Seven Stars16“.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)