|
2016-06-06 18:28:30, 871 ნახვა
სამხედრო
პროფესიული განვითარების ცენტრში „სამშვიდობო ოპერაციებში კეთილსინდისიერების ამაღლების“ 4-დღიანი ტრეინინგი გაიხსნა
პროფესიული განვითარების ცენტრში „სამშვიდობო ოპერაციებში კეთილსინდისიერების ამაღლების“ 4-დღიანი ტრეინინგი გაიხსნა. კურსი ნატოს „კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის“ ფარგლებში, ამავე პროგრამის სატრასტო ფონდის მხარდაჭერით იმართება. ტრეინინგს ბოსნია და ჰერცეგოვინას სამშვიდობო ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის (PSOTC) მობილურ ტრენერთა ჯგუფი უძღვება. კურსს საქართველოს შეიარაღებული ძალების 21 სამხედრო მოსამსახურე ესწრება, რომლებიც ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში დაგეგმილი როტაციის ფარგლებში გაემგზავრებიან. ტრენინგის მონაწილეები ეცნობიან სამშვიდობო ოპერაციებისას არსებულ კორუფციულ რისკებს და მათი წარმოქმნის საფუძვლებს, ეფექტიანი პრევენციის, რეაგირების მექანიზმებს და შესაძლებლობებს, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების გზებს და მიდგომებს. სასწავლო კურსი ასევე ითვალისწინებს სამშვიდობო ოპერაციებისას შესყიდვების, ადგილობრივ მომწოდებლებთან თუ მოსახლეობასთან ურთიერთქმედებისას გასათვალისწინებელ ეთნო-კულტურულ თავისებურებებს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)