|
2016-05-31 12:18:00, 1416 ნახვა
მსოფლიო
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრებს რუსეთის საფრთხეზე საპასუხო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის ყველა წევრს, რუსეთის აგრესიის "პოტენციურ საფრთხეზე" პასუხის გასაცემად მზად იყოს. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ასამბლეის თავმჯდომარემ, მაიკლ ტერნერმა განაცხადა, რუსული პრობლემა რეალური და სერიოზულია. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 250-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი დეკლარაციას, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ ჯარის გამოყენებისა და ნატოს მოკავშირეების დაშინების მცდელობის გამო. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ალიანსის წევრებს არ აქვთ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების გეგმები განიხილონ როგორც პოტენციური საფრთხე და მიიღონ შესაბამისი საპასუხო ზომები. ასამბლეის წევრები ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდებენ, გაზარდონ ალიანსის ბრძოლისუნარიანობა და გააძლიერონ თანამშრომლობა ბლოკის არაწევრ სახელმწიფოებთან - შვედეთთან და ფინეთთან. ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა, რომ ნატო რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას მომავალშიც გააგრძელებს, თუმცა წარსულ ურთიერთობებთან დაბრუნება არ მოხდება. "ნატო მიისწრაფვის რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის გზების მოძიებისკენ", - ნათქვამია დეკლარაციაში. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ასევე მიესალმებიან მონტენეგროს პროგრესს ალიანსში გაწევრიანების გზაზე და მოუწოდებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს, ალიანსში გაწევრიანების საქართველოს პერსპექტივები დაადასტურონ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)