|
2016-05-25 19:42:21, 1456 ნახვა
მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს პეტრო პოროშენკომ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა
"მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავიღო უკრაინისთვის" - ამის შესახებ ნადია სავჩენკომ სამშობლოში დაბრუნებისას განაცხადა. ნადია სავჩენკო დღეს უკრაინაში გასამართლებულ რუს სამხედროებში გაცვალეს. უკრაინელ მფრინავს ბორისპოლის აეროპორტში დედასა და დასთან ერთად, ათობით გულშემატკივარი დახვდა. პირველი ემოციური განცხადება სავჩენკომ სწორედ აეროპორტში გააკეთა. მან შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სხვა ტყვეების გასათავისუფლებლად ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო. „მზად ვარ ნებისმიერ წამს მოვკვდე იმისთვის, რომ შევძლოთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც გვინდა. მადლობა ყველას. მადლობა, რომ იბრძოდით ჩემთვის და სხვებისთვის. მადლობა მათაც კი, ვისაც ჩემთვის ბოროტება უნდოდა, მათი სიტყვების წყალობით მე გადავრჩი. მათ ჯიბრზე გადავრჩი. მინდა პატიება ვთხოვო იმ დედებს, რომელთა შვილებიც ანტიტერორისტული ოპერაციის ფრონტის ხაზიდან ვერ დაბრუნდნენ, რადგან მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ. მინდა პატიება ვთხოვო დედებს, რომელთა შვილებიც ტყვეობაში არიან, მე კი თავისუფალი ვარ. მე არ შემიძლია, დავაბრუნო დაღუპულები, მაგრამ მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლე გავიღო უკრაინისთვის და ყველაფერს გავაკეთებ მათ გასათავისუფლებლად, უკრაინელი გმირები არ უნდა კვდებოდნენ,“- განაცხადა სავჩენკომ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)