|
2026-04-21 10:58:46, 1648 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობის პროვოცირებას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშში გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. უწყების ცნობით, 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების განხორციელება იგეგმებოდა. „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი მეთაურის მითითებებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენილი იყო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც გადამალული იყო სპეციალურ სამალავში თბილისის მახლობლად, ტყის მასივში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად იმ პირთა განეიტრალება მოხერხდა, რომელთაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. ასევე, იდენტიფიცირებული იყო პირი, რომელმაც შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო ასაფეთქებელი მასალის მოქმედებაში მოყვანა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად თავიდან იყო აცილებული 2025 წლის 4 ოქტომბერს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა. დაკავებული იქნენ და ბრალი წარედგინათ ძალადობრივ აქციებში ჩართულ პირებსა და ორგანიზატორებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)