|
2026-04-20 12:41:53, 5614 ნახვა
პოლიტიკა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშალონს ვაშაძისა და სხვების სახით. მათგან ყოველ ჯერზე არეულობის, სისხლისღვრის დაანონსებას შეჩვეული ვართ, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ“. „4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას. სამწუხაროდ, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა და გვერდით დაუდგა მათ, ვისაც საქართველოში ნეპალის მოწყობა ჰქონდა დაანონსებული. ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება სცადეს და ქართულ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ დამარცხდნენ. ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ, როგორმე საზოგადოებას 26 მაისი ჩააშხამონ. ვხედავთ, სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორ ცდილობს, ქვეყანა ისევ დააზიანოს. ვფიქრობ, ქართველი ადეკვატურად შეხვდება. რა თქმა უნდა, რამდენიმე „აკაცუკი“ იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)