|
2026-04-17 15:45:49, 5599 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სინდისის 11 პირის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. ზურაბიშვილი როგორც სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე, განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა. „ისტორიაში შევიდა, შეიძლება ითქვას, განაჩენი გამოუტანა ამ რეჟიმს, რადგან ამის მერე აღარაფერი აკლია ამ რეჟიმს, რომ იყოს სრულყოფილი დიქტატურა, სადაც სასამართლო არ არსებობს. ყველამ ვიცით, რომ აქ არც ერთი ნიშანი დანაშაულის არ იყო, იყო გამოხატულება თავისუფლების, თავისუფალი აზრის. მათ არაფერი საერთო ერთმანეთში არ ჰქონიათ გარდა იმისა, რაც ციხეში გაუჩნდათ. ამიტომ არანაირი საფუძველი არაფრის არ იყო, ეს განაჩენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტოტალური განაჩენია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ თეა ლეონიძემ მიიღო. ლეონიძის განაჩენით, 11 ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში გამართლდა, თუმცა, ისინი პირველი ინსტანციის მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის განაჩენის მსგავსად, ჯგუფურ მოქმედებაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, მოსამართლე ლეონიძემ არც ბრალდებისა და არც დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)