23:48 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-17 13:48:33, 5495 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს

 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიური ფორუმზე, პანელარულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა წარმატებულია.

„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ  ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა - მშვიდობა და სტაბილურობა  შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ხელს შევუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics