|
2026-04-15 20:36:16, 8635 ნახვა
პოლიტიკა
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ივანიშვილის პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღო. ამით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს ვიზის მიღება გართულდა. კანონპროექტის თანახმად, ინერგება ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა. აღნიშნული კატეგორიის მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა 5 წლის მოქმედების ვადით და საქართველოში ყოფნის 1 წლის ვადით. C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა გაიცემა მოკლევადიანი მიზნებით საქართველოში მომავალ პირზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოდის და რომელსაც ასევე უფლება აქვს, განახორციელოს საქმიანობა მხოლოდ არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ - თუ ის უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობას. ამ კატეგორიის ვიზა ასევე გაიცემა პირის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე/შვილებზე. ცვლილებების თანახმად, კანონში ტერმინი E-VISA PORTA ჩანაცვლდება ჩანაწერით - „სპეციალური ვებგვერდი". ამასთან, შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარებული წესით მიღება. C5 კატეგორიის ვიზის გაცემაზე უარის თქმის დასაბუთების საჭიროების არარსებობის საფუძვლად განისაზღვრება კიდევ ერთი, ახალი საფუძველი - სახელმწიფო საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)