|
2026-04-15 19:49:02, 8764 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2024-2025 წლებში მიღებული კანონების გამო საქართველოში პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს განაცხადა. ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დასმული კითხვის პასუხად მან თქვა, რომ „რაც შეეხება 2024-2025 წლებში მიღებულ კანონებს და რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავდა უცხოური ჩარევების პრევენციას პოლიტიკაში და უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, არცერთი პროექტი არ შეუჩერებია ან გაუუქმებია...“ ამის დასტურად მან მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 16 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით მთავრობამ განიხილა 165 საგრანტო წინადადება, საიდანაც 95% შემთხვევაში დადებითი პასუხი გასცა. რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 8 შემთხვევაში გრანტის გაცემაზე უარი თქვეს. „აქედან შეგიძლიათ იმსჯელოთ, თუ როგორია საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არცერთ პროექტზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არ იყო, არ თქმულა უარი“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)