|
2026-04-15 19:42:52, 6790 ნახვა
პოლიტიკა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის კონტროლირებადმა პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, 80 ხმით, ანი ვაზაგაშვილი აირჩია. ვაზაგაშვილი სანქცირებული ტელეიმედის მთავარი იურისტი იყო. იგი „იმედისა“ და „მაესტროს“ იურიდიულ დეპარტამენტს 2024 წლის 21 ივნისიდან ხელმძღვანელობს. პრეზიდენტმა კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგინა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანი ვაზაგაშვილის, გიორგი ელისაშვილის და სოლომონ ექვთიმიშვილის კანდიდატურები. აღნიშნული საკითხის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინა. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, წარდგენილ კანდიდატურებს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე ეყარათ კენჭი. ანა ვაზაგაშვილი კომუნიკაციების კომისიაში ვახტანგ აბაშიძეს შეცვლის, რომელიც უწყებაში 2014 წლიდან მუშაობდა. მას კომისიაში მუშაობის გამოცდილება ჯერ კიდევ 2000-2004 წლებში დაუგროვდა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)