|
2026-02-25 12:53:03, 3566 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა ონლაინ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 63 სკოლის გუნდებმა მიიღეს. თითოეული სკოლის გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამმა მოსწავლემ წერა მათემატიკის, ორმა კი ფიზიკის ტექსტი. პირველი ტურის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტაპზე. აქ მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში შეეჯიბრებიან და იმუშავებენ STEM პროექტზე. ამასთან, ფინალურ ეტაპამდე მონაწილე გუნდებს ჩაუტარდებათ 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი გაუძღვება. ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი. საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის შესარჩევ, ონლაინ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა, რომელიც VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ STEM სკოლის ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. STEM სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს და 2 მარტს დასრულდება. STEM სკოლაში სწავლის მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)