22:52 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-25 16:58:33, 1241 ნახვა

მსოფლიო
Time ირანში მხოლოდ 8-9 იანვარს, შესაძლოა, 30 000 დემონსტრანტი იყოს მოკლული

გამოცემა Time-ს ცნობით, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, მხოლოდ 8-9 იანვარს, შესაძლოა, 30 000 დემონსტრანტი იყოს მოკლული . 

გამოცემა წერს, რომ მთავრობის მიერ გავრცელებული დაღუპულთა რიცხვი, რომელიც აქამდე არ იყო გამოქვეყნებული, გაცილებით აღემატება 21 იანვარს რეჟიმის მომხრეების მიერ გამოცხადებულ 3 117 დაღუპულთა რიცხვს.

გერმანელ-ირანელი თვალის ქირურგის, დოქტორ ამირ პარასტას თქმით, რომელმაც მონაცემების ანგარიში მოამზადა, საავადმყოფოების მიერ დაფიქსირებული გარდაცვალების ფარული მაჩვენებელი პარასკევის მონაცემებით 30,304-ს შეადგენდა. პარასტას თქმით, ეს რიცხვი არ ასახავს სამხედრო საავადმყოფოებში რეგისტრირებული ადამიანების გარდაცვალებას, რომელთა ცხედრები პირდაპირ მორგებში გადაასვენეს.  ირანის ეროვნული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ პროტესტი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 4,000 ადგილას გაიმართა.

"ჩვენ რეალობას ვუახლოვდებით...თუმცა, ვფიქრობ, რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“. | აცხადებს ექიმი

გამოცემა წერს, რომ პირველი ზუსტი ინფორმაცია თეირანელი ექიმისგან გამჟღავნდა, რომელმაც TIME-ს განუცხადა, რომ ხუთშაბათის თავდასხმის შემდეგ დედაქალაქში მხოლოდ ექვს საავადმყოფოში მინიმუმ 217 მომიტინგე გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ირანში ჯანდაცვის მუშაკების შეფასებით, 10 იანვრისთვის მინიმუმ 16,500 მომიტინგე დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics