|
2025-09-08 14:37:24, 1372 ნახვა
სამართალი
9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმში დაკავებული სტუდენტი, ანრი კაკაბაძე თავისუფალია
9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმში დაკავებული სტუდენტი, ანრი კაკაბაძე თავისუფალია. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის, ანრი კაკაბაძე და დეკანი მამუკა ჯორბენაძე 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ხოლო დეკანსა და დანარჩენ სტუდენტებს ჯარიმა დააკისრა. დეკანსა და სტუდენტებს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებოდათ ბრალად. შსს ამტკიცებდა, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით. ამის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, უწყების განცხადებით, მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას ქმარს, ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს, ი.ნ-ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი დაექვითა და საბოლოოდ ჯარიმა 18 ათასი ლარით განისაზღვრა. სტუდენტებს: გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძესა და გიორგი დავითაძეს დაეკისრათ 17-17 ათასი ლარის გადახდა – მათაც ასევე საბოლოოდ 15-15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)