|
2025-07-14 16:43:11, 1900 ნახვა
ეკონომიკა
PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N13-ში ინოვაციური, ახალი კონცეფციის ფილიალი, თბილისის შემდეგ, პირველად ბათუმში გაიხსნა. ახალი PSP აფთიაქი, უამრავი ახალი ბრენდით, მათ შორის ნიშ პარფიუმის სუნამოების მრავალფეროვანი არჩევანით, სადიაგნოსტიკო სივრცეებით, მკაფიოდ გამოყოფილი ნავიგაციებით, სიახლეებით, ინოვაციებით, მომხმარებელს ყიდვის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. PSP-ის ახალი კონცეფციის აფთიაქი არ არის მხოლოდ სააფთიაქო სივრცე — ეს არის ადგილი, სადაც პროდუქტები, პრემიუმ მომსახურება, და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთიანდება მომხმარებელზე ორიენტირებულ ეკოსისტემაში. კონცეფცია მომხარებელს შოპინგის ახალ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც არამხოლოდ გამარტივებულია, არამედ მორგებულია თანამედროვე ადამიანების ცხოვრების სწრაფ ტემპსა და მოლოდინებზე. საზეიმო ლენტი PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და აჭარის რეგიონალურმა მენეჯერმა ლუიზა საღარეიშვილმა გაჭრეს. ახალი კონცეფციის აფთიაქის საზეიმო გახსნას აჭარის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ. ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში და არა მხოლოდ, ადგილზე მისული მომხმარებელი დამატებით მიიღებს უფასო სერვისებს, სხვადასხვა სახის სადიაგნოსტიკო და სასკრინინგო მომსახურებას. PSP-ს ახალი ზაფხულის კამპანიის „კანის მაშველების“ ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მზის სტენდთან იღბლიან ბორბალის დატრიალებით მიიღოს დამატებითი საზაფხულო საჩუქრები. PSP-ს სიახლეების, სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება და მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს პსპ აფთიაქის ფეისბუქ გვერდს. „ერთი წლის წინ პირველი სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქი პეკინის 14 ნომერში გავხსენით, სწორედ იმ ადგილას, სადაც 30 წლის წინ, 1994 წელს, PSP-ს პირველი აფთიაქი გაიხსნა. ბათუმში კი ჯერჯერობით ეს პირველი ახალი კონცეფციის სივრცეა, რომელიც თითოეულ მომხმარებელს თავს სრულიად განსხვავებულ გარემოში აგრძნობინებს, უმარტივებს ყიდვის პროცესს და უზოგავს დროს. თანამედროვე ციფრულ სერვისებთან ერთად, ფარმაცევტებისა და კონკსულტანტების გამოცდილება და პროფესიონალიზმი, მომხმარებელს ეხმარება კონკრეტულად მის საჭიროებაზე მორგებული არჩევანითა და მაღალი ხარისხის სერვისით ისარგებლოს“- აცხადებენ PSP-ში. PSP ზრუნავს, რომ მომხმარებლის გონივრული გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოს ახალი აფთიაქის განსაკუთრებულ გარემოში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)